ძებნა
Filters
Close

კონფიდენციალობის პოლიტიკა

გაცნობებთ, რომ ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ეთანხმებით თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას და შეგროვებას. რეგისტრაციის პერიოდში მოწოდებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა არ არის განსაზღვრული. მონაცემების შენახვა მოხდება რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილის გაუქმებამდე. მომხმარებელი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს შუამავალთან ან/და გამყიდველთან პირადობის მოწმობის წარდგენა, იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ან მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად/ნივთის გადასაცემად საჭიროა პირის ასაკის ცოდნა/შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. აღნიშნული მოთხოვნა მითითებული იქნება კონკრეტული შეთავაზების აღწერილობაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მომხმარებელი თანხმობას აძლევს შუამავალს, რომ მისი მონაცემები, კერძოდ სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი გადაეცეს გამყიდველს მომსახურების გაწევის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
yvelaferia.ge-ს მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების გამოყენება შესაძლებელია მოხდეს შემდეგი მიზნებისთვის:
- ვებ-გვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარებისთვის;
- კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
- ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
- წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.
როდესაც თქვენ სტუმრობთ ვებ-გვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე თქვენი IP მისამართი; ვებ-გვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებ-გვერდს ესტუმრეთ; ვიზიტის დრო; გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი; მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული; onoff.ge ვებ გვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ; ვებ გვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი, ხანგრძლივობა და სხვა).
yvelaferia.ge იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა მზა ჩანაწერები (cookies) ან/და თეგი (შემდგომში - თრექინგის ტექნოლოგია). მზა ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებ-გვერდის ეფექტურობა. მზა ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებ-გვერდის ეფექტურობა, მაგალითად იმის მიხედვით, ყოფილა თუ არა თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს ვებ გვერდს შორის წარსულში რამე კავშირი, მოვახდინოთ ვებ-გვერდზე ყველაზე პოპულარული სექციების იდენტიფიცირება და სხვა.
გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი მზა ჩანაწერების წესები გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერის ის ტიპი, რომლის გამოყენებაზე yvelaferia.ge-ს ნებას არ რთავთ.
როდესაც ინახავთ თქვენი მზა ჩანაწერების წესებს, ისინი ასევე ვრცელდება ვებ-გვერდზე თქვენ სამომავლო ვიზიტებზეც. თუმცა, ვებ-გვერდის მიღმა არსებული ტექნიკური მიზეზებით, ეს გარანტირებული არ არის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოხდა ინტერნეტ-ბრაუზერის აღდგენა/ხელახალი ინსტალაცია, მზა ჩანაწერებისგან გაწმენდა ან ვებ-გვერდზე ვიზიტი სხვა ინტერნეტ-ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებით, თქვენი მზა ჩანაწერების წესები, შესაძლოა, დაიკარგოს.
yvelaferia-ge-მ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს ქვეყნის გარეთ ან შიგნით. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც ვებ-გვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
თუ გსურთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ცვლილება, სავალდებულოა რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტიდან გამოგვიგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა contact@yvelaferia.ge-ზე. ამავე ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შუამალის მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე.
გაითვალისწინეთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ yvelaferia.ge-ს მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემის შესახებ ინფორმაცია.

გამოიწერე სიახლეები