ძებნა
Filters
Close

ხელშეკრულება

ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები   

  1.       შესავალი

ქვემოთ მოცემული  წესები და პირობები აწესრიგებს ვებ–გვერდზე – yvelaferia.ge პროდუქციის შეთავაზებას და გაყიდვას. გთხოვთ, ნებისმიერი პროდუქტის შეკვეთამდე ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთმოცემული წესები და პირობები.  yvelaferia.ge–ზე განთავსებული პროდუქცია იყიდება შუამავლის, შპს „ყველაფერიას“ მიერ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „შუამავალი“). „შუამავლის“ იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ედიშერ მაღალაშვილის ქ., N6, ოფისი N1, სართული N1; სარეგისტრაციო ნომერი: 405405690.

  1.       ტერმინთა განმარტება

2.1.შუამავალი - შპს „ყველაფერია“. შუამავალი ახორციელებს გამყიდველის საქონლის ან/და მომსახურების განთავსებას, მიყიდვას ან/და მომხმარებლისადმი სხვადასხვა აქციების  შეთავაზებას, რომლებიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე.ასევე, შუამავალი ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულების მეშვეობით მომხმარებელს სთავაზობს მესამე პირების მიერ პროდუქტის მიტანის სერვისს.

2.2.ვებ-გვერდი - yvelaferia.ge , რომელიც  ეკუთვნის შუამავალს.

2.3.მომხმარებელი - პირი, რომელსაც გავლილი აქვს მომხმარებლის რეგისტრაცია ვებ-გვერდზე.

2.4.დანართი - ნებისმიერი შეთავაზება ან/და დამატებითი პირობა, რაც იქნება განთავსებული ვებ-გვერდზე.

2.5.გამყიდველი - ვებ-გვერდზე განთავსებულ საქონლზე ან/და მომსახურებაზე რეალიზაციის უფლების მქონე პირი/ვებ-გვერდზე განცხადების განმათავსებელი.

2.6. შეთავაზება - მომხმარებლის მიერ შუამავალისგან მიღებული კოდი, რომელიც არის   ციფრებისაგან შედგენილი 6 (ექვს) ნიშნა კოდი (კომბინაცია), უნიკალური იდენტიფიკატორი, რისი საშუალებითაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება და რომელიც იძლევა აქციის მოქმედების განმავლობაში აქციის პირობებით გამყიდველისგან საქონლის/მომსახურების  მიღების უფლებას. მხარეები თანხმდებიან, რომ /შეთავაზების/ შეძენით მომხმარებელი ადასტურებს, რომ  იგი  დეტალურად გაეცნო და ეთანხმება შეთავაზების/აქციის ყველა წესსა და პირობას.

2.7. /შეთავაზების/ მოქმედების ვადა -  დროის პერიოდი, რომლის დროსაც გამყიდველი ვალდებულია /შეთავაზების/ წარმდგენ მომხმარებელს გადასცეს საქონელი/მომსახურება აქციის  პირობების შესაბამისად. /შეთავაზების/ მოქმედების ვადა მითითებული იქნება ვებ-გვერდზე.

2.8.აქცია - აქტივობა, რომელსაც ახორციელებს გამყიდველი საკუთარი საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის მიზნით, ან/და შუამავალი ვებ-გვერდის მომხმარებელთათვის. აქციის ჩატარების პირობები ქვეყნდება ვებ-გვერდზედა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აქციის მონაწილეა /შეთავაზების/შემძენი.

2.9.აქციის მოქმედების დრო -  დროის პერიოდი, რომლის დროსაც შუამავალი მომხმარებელს აძლევს /შეთავაზების/ შეძენის საშუალებას. 

  1.       მომხმარებლის რეგისტრაცია

ვებ-გვერდზე შემოთავაზებული პროდუქციის შესაძენად მყიდველი უნდა დარეგისტრირდეს მომხმარებლად, რისთვისაც იგი ვალდებულია შეავსოს დასარეგისტრირებლად გათვალისწინებული ყველა საჭირო ველი: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ( თვე, რიცხვი, წელი ), ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, პაროლი, კომპანიის რეგისტრაციის შემთხვევაში - საიდენტიფიკაციო კოდი.

 მომხმარებელი პასუხისმგებელია პირადი ანგარიშისა და  საბანკო მონაცემების დაცვაზე. ასევე, მომხმარებელი ეთანხმება, რომ  იგი არ გაუმჟღავნებს მომხმარებლის სახელსა და პაროლს ნებისმიერ მესამე პირს. მომხმარებელი პასუხისმგებელია  ნებისმიერი საქმიანობასა თუ ქმედებაზე, რაც უკავშირდება ვებ-გვერდის პირად ანგარიშს. თუ ფლობთ ინფორმაციას ვებ-გვერდზე თქვენი პირადი ანგარიშის უნებართვო გამოყენების შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ „შუამავალს“.

ამასთანავე, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ რეგისტრაციისას მიუთითებს ზუსტ, მოქმედ და სრულ ინფორმაციას და განაახლებს მას საჭიროების შემთხვევაში. შუამავალი იტოვებს უფლებას შეაჩეროს მომხმარებლის პირადი ანგარიში და წვდომა მომსახურებაზე თუ სარეგისტრაციო ინფორმაცია არ არის ზუსტი, მოქმედი ან/და სრულყოფილი.

  1.       რეგისტრაციის გაუქმება

4.1.მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს მისი რეგისტრაცია ვებ-გვერდზე ღილაკზე დაჭერის გზით. ასეთ შემთხვევაში იშლება მომხმარებელთან დაკავშირებული ყველა მონაცემი, ხოლო გაუხარჯავი ბალანსი რჩება შუამავალს და არ ექვემდებარება დაბურნებას. ვებ-გვერდზე რჩება მხოლოდ რეგისტრაციისას მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, ხოლო მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემები იშლება. რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენს მომხმარებლის უფლებას.

4.2.მომხმარებლის რეგისტრაცია შეიძლება გააუქმოს შუამავალმა იმ შემთხვევაში,თუ მომხმარებელი  მისი რეგისტრაციით ლახავს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს.  ასეთ შემთხვევაში გაუქმებამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხდება მომხმარებლის ინფორმირება და ბალანსზე არსებული გაუხარჯავი თანხის მომხმარებლისთვის დაბრუნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1.        ღირებულების გადახდა

5.1. მომხმარებელი /შეთავაზების/  ღირებულების ანგარიშსწორებას ახორციელებს შუამავლის წინაშე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

5.2.მომხმარებელი /შეთავაზების/ ღირებულების გარდა ყველა საჭირო ანგარიშსწორებას, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მათ შორის, მომსახურების ან/და ნივთის შეძენის მიზნით ღირებულების გადახდას ახორციელებს გამყიდველის წინაშე, უნაღდო ან/და ნაღდი ანგარიშსწორების გზით,  გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნივთის/მომსახურების გაყიდვა ხდება შუამავლის მიერ. ასეთ შემთხვევაში ნივთის/მომსახურების ღირებულების და /შეთავაზების/ ღირებულების სრულად გადახდა ხდება შუამავლისათვის, რის შესახებაც მითითებული იქნება ვებ-გვერდზე განთავსებული კონკრეტული აქციის პირობებში.

5.3.ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ  ყველა ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი. 

  1.   პრეტენზიების წარდგენა

6.1.         მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა პრეტენზია შეთავაზების პირობაზე/ნასყიდობის საგანზე/მომსახურებაზე და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე წარედგინება გამყიდველს.   მომხმარებელი აცხადებს, რომ მისთვის მკაფიოდ და ცალსახადაა ცნობილი, რომ შუამავალი გამყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი არ არის.

6.2.         იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ აქციის პირობების სრული დაცვით იქნა წარდგენილი /შეთავაზება/, მაგრამ გამყიდველმა  უარი განაცხადა მომხარებლისათვის ვაუჩერით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის გადაცემაზე ან/და მომსახურების გაწევაზე, მომხმარებელი უფლებამოსილია მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ელ.ფოსტიდან შუამავალს მიმართოს წერილობითი განცხადებით შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:contact@yvelaferia.ge. შუამავალი 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს მომხმარებლის პრეტენზიას და ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მომხმარებელს 2 კვირის  ვადაში დაუბრუნებს /შეთავაზების/ ღირებულებას.  /შეთავაზების/ ღირებულების დაბრუნების შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ხდება იმავე მეთოდით, რა მეთოდითაც მომხმარებელმა შეიძინა /შეთავაზება/ (მომხმარებლის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომელიც მომხმარებლის რეგისტრაციისთანავე ავტომატურად იქნება გახსნილი შუამავლის მიერ ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით).

6.3.   იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის მეშვეობით ისარგებლა მიტანის სერვისით, აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებული პრეტენზიებით მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს მიტანის სერვისის განმახორციელებელ ორგანიზაციას. აღნიშნულის თაობაზე შუამავალი პასუხისმგებლობისგან თავისუფალია. 

  1.       შუამავლის უფლება-მოვალეობები

7.1.  შუამავლის ვალდებულებები შემოიფარგლება საიტზე გამყიდველის სახელით ნასყიდობის საგნის/მომსახურების პირობების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით, ასევე, მომხმარებლის მიერ /შეთავაზების/ ღირებულების გადახდის შემდეგ მისთვის /შეთავაზების/ გადაცემით.

7.2.   მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლებელია ვებ-გვერდზე განთავსებული აქცია გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეწყდეს, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება ვებ-გვერდის მეშვეობით.

7.3. შუამავალი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება ვებ-გვერდის მეშვეობით. ცვლილებების განხორციელების შემდეგ მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ მომხმარებელმა თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებაში განხორციელებულ ცვლილებებზე. 

  1.       კონფიდენციალობის პოლიტიკა

გაცნობებთ, რომ ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ეთანხმებით თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას და შეგროვებას. რეგისტრაციის პერიოდში მოწოდებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა არ არის განსაზღვრული. მონაცემების შენახვა მოხდება რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილის გაუქმებამდე. მომხმარებელი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს შუამავალთან ან/და გამყიდველთან პირადობის მოწმობის წარდგენა, იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ან მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად/ნივთის გადასაცემად საჭიროა პირის ასაკის ცოდნა/შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. აღნიშნული მოთხოვნა მითითებული იქნება კონკრეტული შეთავაზების აღწერილობაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მომხმარებელი თანხმობას აძლევს შუამავალს, რომ მისი მონაცემები, კერძოდ სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი გადაეცეს გამყიდველს მომსახურების გაწევის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
yvelaferia.ge-ს მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების გამოყენება შესაძლებელია მოხდეს შემდეგი მიზნებისთვის:
- ვებ-გვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარებისთვის;
- კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
- ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
- წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.
როდესაც თქვენ სტუმრობთ ვებ-გვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე თქვენი IP მისამართი; ვებ-გვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებ-გვერდს ესტუმრეთ; ვიზიტის დრო; გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი; მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული; onoff.ge ვებ გვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ; ვებ გვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი, ხანგრძლივობა და სხვა).
yvelaferia.ge იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა მზა ჩანაწერები (cookies) ან/და თეგი (შემდგომში - თრექინგის ტექნოლოგია). მზა ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებ-გვერდის ეფექტურობა. მზა ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებ-გვერდის ეფექტურობა, მაგალითად იმის მიხედვით, ყოფილა თუ არა თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს ვებ გვერდს შორის წარსულში რამე კავშირი, მოვახდინოთ ვებ-გვერდზე ყველაზე პოპულარული სექციების იდენტიფიცირება და სხვა.
გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი მზა ჩანაწერების წესები გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერის ის ტიპი, რომლის გამოყენებაზე yvelaferia.ge-ს ნებას არ რთავთ.
როდესაც ინახავთ თქვენი მზა ჩანაწერების წესებს, ისინი ასევე ვრცელდება ვებ-გვერდზე თქვენ სამომავლო ვიზიტებზეც. თუმცა, ვებ-გვერდის მიღმა არსებული ტექნიკური მიზეზებით, ეს გარანტირებული არ არის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოხდა ინტერნეტ-ბრაუზერის აღდგენა/ხელახალი ინსტალაცია, მზა ჩანაწერებისგან გაწმენდა ან ვებ-გვერდზე ვიზიტი სხვა ინტერნეტ-ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებით, თქვენი მზა ჩანაწერების წესები, შესაძლოა, დაიკარგოს.
yvelaferia-ge-მ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს ქვეყნის გარეთ ან შიგნით. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც ვებ-გვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
თუ გსურთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ცვლილება, სავალდებულოა რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტიდან გამოგვიგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა contact@yvelaferia.ge-ზე. ამავე ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შუამალის მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე.
გაითვალისწინეთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ yvelaferia.ge-ს მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემის შესახებ ინფორმაცია.

გამოიწერე სიახლეები